საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, საღამოს 12:00 სთ-ზე სამეცნიერო სემინარს მართვს. პარასკევის სემინარი მუდმივმოქმედია, სემინარი არ იმართება მხოლოდ ივლის-აგვისტოში, როდესაც თანამშრომლებს შვებულებები აქვთ.
სემინარს ყავს მენეჯერი - ვანო სალუქვაძე რომლის მოვალეობაა მომხსენებლების და თემატიკის შერჩევა და სამი კვირით ადრე, როგორც მომხსენებლის ისე სემინარის თემის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
სემინარზე დასწრება არის ღია, ყველა მეცნიერს და სტუდენტს (როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფს), რომელიც დაინტერესდება გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეუძლია დაესწროს სემინარს.