საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ეკლესიასტეს თერგმანებათა გელათური ვერსია

2023 წლის 22 სექტემბერს  გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მკვლევარ ნანა მრევლიშვილის წიგნის - „ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსიის“ - პრეზენტაცია.

 

ნანა მრევლიშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2001-2005 იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1998-2006 - ქართული ენის მასწავლებელი თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, 2006-2022 - მეცნიერ-თანამშრომელი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ის ასევე იყო თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 2008 წლიდან დღემდე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2022 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის წევრი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი.

 

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ორი ბიზანტიელი მამის, მიტროფანე სმირნელი მიტროპოლიტისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი დიაკონის ეკლესიასტეს თარგმანებათა (განმარტება/კომენტირება) ქართული რედაქცია, რომელიც გელათის საღვთისმეტყველო სკოლის მთარგნელობითი ნორმებითაა შესრულებული. ეს ტექსტი ქართულმა მწერლობამ ერთადერთი ხელნაწერით (A 61) შემოგვინახა. ხელნაწერი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტის პუბლიკაციას ახლავს გამოკვლევა, ძველქართულ-ძველბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი და ინდექსები. 

 

 

 

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა