საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ჩვენი მიზნები

თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის მთავარი მიზნებია:

 

·         კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოს შემსწავლელ ყველა სამეცნიერო დარგში, როგორიცაა, მაგალითად, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა, სფრაგისტიკა, ისტორია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ფილოსოფია, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა და ა.შ.

·         საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველოლგებისთვის ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება საერთო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ისე – სტუდენტების ჩართულობით. 

·         კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ქართველოლგიური კვლევების შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობისა და დისემინაციისათვის.

 

ამ მიზნებს ემსახურება თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი”, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

 

ინსტიტუტი უზრუნველყოფს ქართველოლოგიის სფეროში კვალიფიციური დისციპლინური და მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მობილიზებას.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა