საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობა

2022 წლის 23 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები: ქეთევან დათუკიშვილი, თეა ბურჭულაძე და მაკა ლაბარტყავა.

თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრისას თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მანანა სანაძემ აღნიშნა, რომ თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი და თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთმანეთთან თანამშრომლობენ 2018 წელს საქართველოს უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში: ქართველოლოგიური კვლევების კუთხით, ასევე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების მიმართულებით.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა