2026 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო სოფიო გულიაშვილის სამეცნიერო მივლინების ანგარიში;
სოფო გულიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში:
ა) 24-29 მაისი – სადოქტორო საზაფხულო სკოლა „Narrating and Translating in the Middle Ages“ (ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი – CEU); პროგრამა განხორციელდა მრავალწლიანი კვლევითი პროექტის Retracing Connections – BYZANTINE STORYWORLDS IN GREEK, ARABIC, GEORGIAN, AND OLD SLAVONIC – ფარგლებში და მისი ორგანიზატორები იყვნენ ვენის ცენტრალური ევროპის, უფსალის, ლუნდისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტები.
ბ) 24-29 აგვისტო ბიზანტინისტთა 25-ე საერთაშორისო კონგრესი / International Congress of Byzantine Studies 2026 – Byzantium beyond Byzantium, რომელსაც ვენის უნივერსიტეტი მასპინძლობდა (იხ. ICBS 2026 - Byzantium Beyond Byzantium). ს. გულიაშვილი მოხსენება “Georgian and Syriac Responses to Zoroastrian Persecution – A Comparative Hagiographical Study”, წარმოდგენილი იყო სესიაზე, სახელწოდებით: The Frontiers Between Byzantium, Sasanian Persia and Caliphate.