2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო, არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, დავით გაგოშიძის „2026 წელს ბერიკლდეებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში“
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ექსპედიციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ გობეჯიშვილისა და ჯგუფის წევრების - დავით გაგოშიძის, დავით ჯალაბაძის, დავით დოლაბერიძის, სოსო უკლების, მიხეილ ლობჯანიძის, სანდრო გოგბაიძისა და გიორგი მგელაძის მონაწილეობით, 2026 წლის 7 ივლისიდან 13 აგვისტომდე ქარელის მუნიციპალიტეტში, ადგილ ბერიკლდეებზე, შესწავლილ იქნა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი
სამარხეული ინვენტარი ძირითადად წარმოდგენილია შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკით. ყორღანის კამერის ცენტრალურ ნაწილში, იატაკის დონეზე, აღმოჩნდა ბრინჯაოს სპირალისებური მძივები, ორი საკინძი, სარდიონისა და გიშრის თითო-თითო მძივი, აგრეთვე პასტის მძივები. განსაკუთრებით საინტერესოა დრომოსის ძირში გამოვლენილი ოსტეოლოგიური და ანთროპოლოგიური მასალა - ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები (მათ შორის კარგად დაცული ქვედა ყბა და კბილები) და ხარის მთლიანი ძვლები